როგორ წავშალოთ მონაცემები
ბოლო განახლება: 9 ნოე 2026
Adproove-ში თქვენ და თქვენი ბიზნესის შესახებ შენახული მონაცემების წაშლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, ერთ-ერთი ამ გზით.
ერთი კავშირის მოხსნა
პროდუქტში გახსენით „პარამეტრები“ → „კავშირები“ და Meta-ს ან Google-ის კავშირის გვერდით დააჭირეთ „გათიშვას“. მაშინვე იშლება მისი წვდომა, მისი სარეკლამო ანგარიშები და ყველაფერი, რაც მათ ქვეშაა: რეკლამები, ციფრები, AI-ის მონაცემები მათზე, წესები და ლიმიტები. ცვლილებების ჩანაწერი და შეტყობინებები თქვენს ანგარიშში რჩება, რეკლამასთან კავშირის გარეშე. ეს ჩვენს წვდომას Meta-ზე ან Google-ზე არ ხსნის — იხ. ბოლო ნაწილი.
სარეკლამო ანგარიშის არჩეულებიდან მოხსნით კი არაფერი იშლება: ის მხოლოდ აღარ ახლდება და აღარ ჩანს.
ანგარიშის წაშლა
გახსენით „პარამეტრები“ → „ჩემი პროფილი“, დააჭირეთ „ჩემი პროფილის წაშლას“ (მფლობელს აქ „მთელი ანგარიშის წაშლა“ უწერია) და დაადასტურეთ პაროლით. თქვენი ანგარიში იშლება და ყველა მოწყობილობაზე გამოდიხართ სისტემიდან; თანამშრომელი მხოლოდ საკუთარ თავს შლის. თუ კომპანიის ანგარიშის მფლობელი ხართ, თქვენთან ერთად მაშინვე იშლება მთელი ანგარიში: მისი თანამშრომლები, მოსაწვევები, კავშირები, სარეკლამო ანგარიშები, რეკლამები და ყველაფერი დანარჩენი. ამის გაუქმება შეუძლებელია.
მოგვწერეთ
თუ სისტემაში შესვლა ვერ ახერხებთ, ან Adproove Facebook-ის ან Google-ის პარამეტრებიდან მოხსენით, მოგვწერეთ sales@alpaca.ge-ზე თქვენი ანგარიშის ელფოსტიდან, თემით „მონაცემების წაშლა“. მონაცემებს 30 დღის განმავლობაში ვშლით და წაშლას ელფოსტით გიდასტურებთ.
ჩვენი წვდომის მოხსნა Meta-ზე ან Google-ზე
- Facebook: Settings & privacy → Settings → Business integrations (ან Apps and websites) → მოხსენით აპლიკაცია, რომელსაც Adproove-ის მიერთებისას ნება დართეთ — ის იმ სახელით ჩანს, რომლითაც მაშინ Facebook-მა გაჩვენათ.
- Google: myaccount.google.com/connections → აპლიკაცია, რომელსაც Adproove-ის მიერთებისას ნება დართეთ → მოხსენით მისი წვდომა.
ეს წვდომას მაშინვე წყვეტს. უკვე შენახული მონაცემების წასაშლელად ზემოთ აღწერილი ერთ-ერთი გზაც გამოიყენეთ.
Alpaca JSC, 3 Zaur Bolkvadze St., Apt 11, Tbilisi 0186, Georgia. ელფოსტა: sales@alpaca.ge